თიკა კანდელაკმა ტელეარხ CTC-ის ჟურნალისტ მიხეილ შაცის ბრალდებებს "თავხედური ტყუილი" უწოდა და არხიდან წასვლის შესახებ განაცხადა. შაცის თქმით, კანდელაკმა СТС-ის ხელმძღვანელობასთან ის და მისი მეუღლე ”ჩაუშვა”, რადგან ისინი მოსახლეობას 24 დეკემბრის აქციაზე მისვლას მოუწოდებდნენ.
"შექმნილი გარემოებების ფონზე არხზე მუშაობა შეუძლებლად მიმაჩნია", - დაწერა ტელეწამყვანმა საკუთარ ბლოგზე და იქვე განმარტა, რომ ამის მიზეზი შაცის ბრალდებებია.
"მიშა კაცი მეგონა, ის კიჭორიკანა მოხუცივით მოიქცა. მე მართლაც დავურეკე არხის აღმასრულებელ პროდიუსერს სლავა მურუგოვს, რომელთანაც სამსახურებრივი საქმეების გამო თითქმის ყოველდღე ვკონტაქტობ. მხოლოდ ვკითხე - უყურე ტელევიზორს, მიშა (საპროტესტო გამოსვლების) ორგკომიტეტშია. მან კი მიპასუხა, არ მინახავსო. მორჩა, ამით დასრულდა შაცზე საუბარი", - განაცხადა კანდელაკმა რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში.
შაცმა და მისმა მეუღლემ ტელეწამყვანმა ტატიანა ლაზაროვამ ვიდეორგოლში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მოსახლეობას საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას მოუწოდებს.
მიხეილ შაცმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ კანდელაკმა ის და მისი მეუღლე არხის ხელმძღვანელობასთან "ჩაუშვა". მაგრამ კანდელაკს СТС -ის ხელმძღვანელობაში განუცხადეს, რომ: "მიხეილი და მისი ცოლი უკვე დიდები არიან იმისთვის, რომ თვითონ გადაწყვიტონ, როგორ, ვის და სად მოუწოდონ მისვლა".
24 დეკემბრის აქციის მხარდასაჭერად რამდენიმე გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ვიდეორგოლი ჩაწერა. YouTube-ზე ლაზაროვის მიმართვა უკვე 9,7 ათასჯერ ნახეს, ხოლო შაცის ვიდეორგოლი - 40 ათასჯერ.
შეგახსენებთ, მიტინგი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, 24 დეკემბერს, მოსკოვში, სახაროვის პროსპექტზე გაიმართება. "ფეისბუქი"ს 40 ათასმა მომხმარებელმა უკვე გამოთქვა აქციაზე დასწრების სურვილი.

სახელი:
სახელი:
სახელი:
სახელი:
სახელი: