- ამ ერთი თვის მანძილზე, როცა სახლში არ ვიყავი ხოლმე, აქ ამოვდიოდი, ღმერთს შენს სიყვარულს შევთხოვდი... მგონი ახლა მადლობა უნდა ვთქვა, რადგან დღეს შენ ჩემთან დარჩი... არ ვიცი გიყვარვარ თუ არა, მაგრამ მთავარია რომ შენ ჩემს გვერდით ყოფნა არჩიე...
- გაგი...
- მარი მიყვარხარ და ბედნიერი ვიქნები შენც თუ ამ გრძნობით მიპასუხებ... ერთი თვეა გამირბიხარ, დღე არ მენახვები, ღამე ჩემგან მოშორებით გძინავს, თუმცა ერთ ოთახში ვართ...
- არ გაგირბოდი... გაკვირდებოდი, მინდოდა შემესწავლე, გამეცანი, შორიდან ყველაფერს ვაკვირდებოდი, თითოეულ შენს მოძრაობას... მართალი გითხრა როცა სახლიდან მიდიოდი, ვღელავდი, არ ვიცოდი რატომ მეშინოდა რაღაცის, შენ კი აქ მოდიოდი თურმე და მშვიდდებოდი... ეს ერთი კვირა კი ვეღარ ვიტანდი უკვე მარტოობას, უფრო განვიცდიდი...
- მარი...
- მე შენთან ყოფნა გადავწყვიტე, თუმცა ბევრი რამ არ ვიცი შენზე...
- შენზე ოთხი წლით უფროსი ვარ, სწავლა დიდიხანია დავამთავრე, ვცხოვრობ თბილისში, მშობლემთან და ძმასთან ერთად... ვმუშაობ...
- ეს ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, მთავარია მე შენ გიყვარვარ და ეს ერთი თვე ვაჟკაცურად მოიქეცი რითაც ჩემი ნდობა და სიმპატია დაიმსახურე...
- მე არ მქონდა სხვანაირად მოქცევის უფლება, არც იმის შემშინებია რომ მართლა პირველ დღეს თავს მოიკლავდი, უბრალოდ მიყვარხარ და პატივს გცემ, რის გამოც გავაკეთე ყველაფერი... ხომ არ გცივაი
- ცოტა არ იყოს კი...
- მოდი წავიდეთ მაშინ, უკვე შუაღამეა ალბათ...
გაგი მიუახლოვდა მარიცას, გაყინული ლოყები ხელებს შორის მოაქცია, შუბლზე აკოცა, ჩაიხუტა პირველად მხურვალედ, გოგო რომელიც ერთი თვე მის გვერდით იწვა და შეხების უფლება არ ქონდა... დიდხანს იდგნენ ჩახუტებულები, ბოლოს ისევ შეხედა გაგიმ, თვალებში ჩახედა და გაბედა მარის ბაგეს შეხებოდა...
ერთ საათში სახლში იყვნენ, ბებიას ენერვიულა, მაგრამ როცა დაინახა წყვილი მაშინვე მზრუნველობა დაიწყო... ბუხარში ცეცლი ისევ გიზგიზებდა, მარიცას მღელვარება ეტყობოდა, ეს რაღაც უცნაური იყო... ბებიასაც არ გამოპარვია...
- შვილო რამე მოხდაი რატომ ხარ აღელვებული?
- არაფერი ბებია, უბრალოდ მშობლებმა იმოქმედა ასე...
- ხო, ეგ ყოველთვის ეგრეა... კარგი ახლა გვიანაა, დაისვენეთ...
მარი ავიდა მეორე სართულზე, ფანჯრიდან გადაიხედა, თოვა დაუწყია ისევ... ოთახი მიალაგა, ლოგინში ჩაწვა და წრიალებდა... ვერ დაიძინა... უკვირდა თვითონაც... ოთახს პატარა ნათურა ანათებდა, მარი სინათლეს შესცქეროდა, უცებ კარი გაგიმ შემოაღო... მარიცამ შეხედა... კარი მიხურა, გახდა დაიწყო... მარი ისევ შუქს უყურებდა... პირველად არ დააცალკევა ლოგინი გაგიმ... პირველად ჩაწვა ლოგინში ისე რომ მარის არ ეძინა... პირველად დაიწყეს საუბარი ლოგინში... პირველად ჩაეხუტა, მიეალერსა, მწოლიარე საყვარელ ქალს... პირველად იგრძნეს მათ სიყვარული ერთმანეთის და პირველი სიყვარულის ღამე...
ერთი კვირა თოვა არ გადაუღია ხევსურეთში, მაგრამ ეს ყველაფერი სახალისო იყო, სითბო, სტუმრიანობა, სიყვარული სუფევდა ჯიბუტების ძირძველ კერაში... დიდი სუფრა გაიშალა როდესაც გაგის მშობლები და ძმა ჩამოვიდნენ, მათთან ერთად კი გიგაურის ოჯახიც... ყველა ხარობდა, ლოცავდნენ ახლად დაოჯახებულებს... თვე ნახევარი ხევსურეთში გატარებული თითოეული წუთი თბილად ახსენდებოდა ბებიას და ბაბუას, მხოლოდ იმაზე დარდობდნენ რომ შვილიშვილები უკვე წასვლას აპირებდნენ... ისინი ისევ მარტონი რჩებოდნენ თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და ამაზე ფიქრობდნენ რომ მხოლოდ დასვენების დღეებში და შვებულების დროს თუ ჩამოაკითხავდნენ შვილები და შვილიშვილები...
მარიცა და გაგი ბედნიერები იყვნენ მათი უცნაური თაფლობისთვით, ემზადებოდნენ ისევ ძველი ცხოვრების რიტმში ჩასადგომად. მარის ინსტიტუტი ელოდა, გაგის კი სამსახური... მას უკვე ოჯახზე უნდა ეზრუნა...იტვირთება, გთხოვთ დაელოდოთ...
წლები ბედნიერად მიდიოდა... მარიმ სწავლა დაამთავრა, სიხარული იყო მისთვის მით უფრო რომ ბავშვი გაუჩნდა სწორედ იმ წელს, უსაქმურად ჯდომა არ უყვარდა უკვე ბავშვზე გადაიტანა მთელი ყურადღება... დედამთილ მამათილი ისე ექცეოდნენ თითქოს მარიცა იყო მათი შვილი გაგი კი სიძე... გაგისაც არაერთხელ აღუნიშნავს ეს ფაქტი, ძმაზეც კი ამბობდა მე მისი სიძე ვარო ეს კი დაო... მარი ყველას ძალიან უყვარდა, რადგან ძალიან სათნო და თბილი ადამიანი იყო. ჯიბუტების ოჯახს პატარა გოგონაც სიცოცხლეს უფრო ულამაზებდა, რომელიც ზედ გამოჭრილი დედა იყო...
წლები მიჰქროდა, ბავშვი იზრდებოდა, პირველ კლასში იყო უკვე როცა გაგის სამსახურში პრობლემები ჰქონდა... შინ გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ უგუნებოდ იყო, იშვიათად თუ ელაპარაკებოდა ვინმეს... მარი ცდილობდა რომ მეუღლისთვის შეემსუბუქებინა სანერვიულო და დეპრესიაში არ ჩაეგდო...
ხშირად ახსენებდა მშვენიერ თაფლობისთვეს, ქორწილს და ბავშვის დაბადების პერიოდს, მაგრამ გაგი მაინც უღიმღამოდ იყო... მარი არავის აწუხებდა ქმრის გამო, ერთი ორჯერ ეჭვი შეეპარა იმაში რომ საყვარელი რომ არ გაიჩინაო... მაგრამ ამის გააზრებაც კი ზარავდა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ თანდათან ძნელი ხდებოდა...
ერთ დღეს მაზლმა კინოს ორი ბილეთი აჩუქა, შენ და გაგი წადითო. სამსახურიდან დაბრუნებულ გაგის მარიმ გამოაცვლევინა, აჭამა და უთხრა რომ დღეს სიურპრიზი ჰქონდა მისთვის და საღამო უნდა დაეთმო...
- მარი, საღამოს თათბირი მაქვს, მაპატიე ვერ გადავდებ...
საღამოს, გაგი გაემზადა აკოცა მარის და კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და სთხოვა სხვა დღეს გაეკეთბინა სიურპრიზი, რითაც ძალიან გაახარებდა... და სახლიდან გავიდა... მოიწყინა მარიმ, ბავშვიც დედასთან ჰყავდა დატოვებული, მას რომ ჩახუტებოდა და წყენა გაექარწყლებინა, თავის ოთახში შევიდა, წამოწვა, მაგრამ ამ დროს ოთახის კარზე დააკაკუნა ვიღაცამ, ეს მაზლი იყო...
- რატომ არ წახვედითი
- თათბირი აქვს...
- თათბირი? შენ წადი ვინმე მეგობართან ერთად...
- არა ვერ წავალ გაგის გარეშე...
- არა, ჩაიცვი ახლავე, არ უნდა იჯდე მასე სახლში, ამას არ იმსახურებ! წამოდი მე წამოვალ!
- არა რა გეხვეწები!
- ჩემი ხათრით...
მარიმ თხოვნა ვერ უგულველყო. ჩაიცვა და გაყვა. კინოთეატრს როცა მიუახლოვდნენ, შესასვლელთან ცოტახანით დატოვა მარი მაზლმა, ამ დროს მარიმ ნაცნობი ხმა და ქალის კისკისი გაიგონა... შემოტრიალდა და გაგი თავის ყოფილ კლასელთან ერთად დაინახა... გაქვავდა ადგილზე, ხმა ვერ ამოიღო... გაგისაც იგივე შეეტყო, ხოლო ქალი რომელიც ახლდა ბედნიერი ჩანდა, უცებ მიუახლოვდა მარის, ფარისევლად გადაკოცნა...
- მარი როგორ ხარ გენაცვალეი რას შვებიი სად დამეკარგეი
- კარგად, გმადლობთ, შენ როგორ ხარი
- რავიცი, მშვენივრად, რატომ აღარ ჩანხართ კლასელებიი
- არ ვიცი, მე ოჯახი მყავს, ხო იცი ქმარს და შვილს მოვლა უნდა... – ცოტახანი გაჩერდა, ამოიხვნეშა და განაგრძო – მითუმეტეს როცა ქმარი მუშაობს და არ ცალია საერთოდ... კლასელები კი ვიკრიბებით ხოლმე მაგრამ შენ არასდროს მოსულხარ.
- ხო გოგო, რა ვიცი საქმეები, საქმეები... დაკავებული ქალი ვარ... ხო მართლა, გაიცანი ეს ჩემი საქმროა, გაგი ჯიბუტი...
გაგის ხმა არ ამოუღია, რამე საშინელებას ელოდა მეუღლისგან, მაგრამ მარიმ თავი შეიკავა, სრული სიმშვიდით მიულოცა მსუბუქ ყოფაქცევის თანაკლასელს, ამ დროს მაზლიც მოვიდა, მარის ხელი გადახვია, მიხვდა თუ რას განიცდიდა მისი რძალი საკუთარი მოღალატე დაუდევარი ძმის გამო... მარიცა დაემშვიდობა ორივეს და განკუთვლინ ადგილისკენ გაემართნენ...
კინო არცერთს არ აინტერესებდა, მარის გული ტკიოდა, თვალწინ ედგა თანაცხოვრების წლები, საკუთარ თავში ცდილობდა შეცდომის აღმოჩენას, რის გამოც ქმარმა სხვა ქალისკენ გაიხედა... გაგი კი სირცხვილით სად წასულიყო არ იცოდა, გაქცევა კი არაკაცურად ჩათვალა... ძმა კი გაგის საქციელის გამო შეურაცყოფილად გრძნობდა თავს, ამ ამბავს მისი მშობლებიც გაიგებდნენ და არა მარტო მისი... ქალი კი რომელიც გაგის გვერდით ეჯდა, მხოლოდ გაგის ალერსზე ფიქრობდა, და ვერ გაეგო რატომ იყო დღეს ასეთი ცივი მისი მეწყვილე...

სახელი:
სახელი:
სახელი:
სახელი:
სახელი: