ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჯესიკა ბილს ხელი სთხოვა



ცნობილ მომღერალს, მსახიობსა და პროდიუსერს, ჯასტინ ტიმბერლეიკს ცოლი მოჰყავს. 30 წლის ვარსკვლავმა მსახიობ ჯესიკა ბილს ხელი წინასაახალწლო რომანტიკული მოგზაურობისას, ვაიომინგის შტატის ერთ-ერთ კურორტზე სთხოვა.

პირველად ეს ინფორმაცია საიუვილერო კომპანი Tayloe Piggott Jewelry-მ დაადასტურა. მისი წარმომადგენლების განცხადებით, ჯასტინმა ნიშნობის ბეჭედი სწორედ მათგან შეიძინა.

ჯასტინი და ჯესიკა ერთად 2007 წლიდან არიან. ისინი რამდენიმე თვე ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა 4 ივლისს შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც განახლდა
Нравится
თქვენ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

კომენტარების დამატება


DLE 9.3. . .