საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით



ჩინური ჰოროსკოპის რჩევები: ვის რა ვაჩუქოთ(Made in china):D:D

ვერძი: საჩუქრისათვის გამოდგება წითლად შეფუთული ლამაზი ნივთი,

მაგალითად თავსაფარი

კურო: ზოდიაქოს ამ ნიშანს უყვარს ფული და ლამაზი ნივთები, უპირატესობას ანიჭებს სოლიდურ და საფუძვლიან ნივთებს. გაითვალისწინეთ ეს საჩუქრის შერჩევისას. მაგალითად: შვეიცარული წარმოების მაჯის საათი ან „პარკერის“ კალამი.

ტყუპები: ტყუპებს უყვართ ლამაზი და ეფექტური საჩუქრები, რომლებსაც მათ სჩუქნიან მუდმივად, ამიტომ ვარჩევთ მინიატურულ საჩუქრებს, მაგალითად: ხელნაკეთ ბრელოკს გასაღებებისთვის

კიბო: მათ უყვართ რეტროს სტილის საჩუქრები, შეგიძლიათ აჩუქოთ "ტისსო–ს" მარკის ჯიბის საათი.

ლომი: ლომისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საჩუქარს, არამედ იმას თუ, როგორ მიართმევთ მას ამ საჩუქარს. ეცადეთ, რომ ეს ცერემინია იყოს მიფის საკადრისი.

ქალწული: რაც არ უნდა მიართვათ წყნარ და მოწერიგებულ ქალწულს, ეცადეთ, რომ საჩუქარი იყოს ელეგანტურად შეფუთული. შეეცადეთ დაარღვიოთ დამკვიდრებული ტრადიცია და აჩუქოთ არა პრაქტიკული და ყოველდღიური, არამედ რომანტიული და ამაღლებული საჩუქარი.

სასწორი: რომანტიული პიროვნება, რომლისთვისაც შამპანური, ყვავილები და მხიარული წარმოდგენები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – აჩუქეთ რაიმე შესაბამისი.

მორიელი: ამოუცნობი პიროვნება – საჩუქრის დათვალიერება უყვარს მარტოობისას. ეცადეთ მიართვათ საიდუმლოებით აღსავსე საჩუქარი.

მშვილდოსანი: უპირატესობას ანიჭებს ისეთ საჩუქრებს, რომლებიც არასდროს მიუღია. დაამატეთ ამას მისტიკური ფილოსოფიის მცირეოდენი ბურუსი და თამამად მიართვით მას.

თხის რქა: წარმატებული და დაფიქრებული პიროვნება, ყოველთვის ფლობს სიტუაციას –ძვირფასი ტყავით გაწყობილი ბიზნესმენის სამაგიდო აღჭურვილობა დაამშვენებს მის საქმიან ცხოვრებას.

მერწული: ორიგინალურობის სინონიმია. მიართვით ორიგინალურად შეფუთული უჩვეულო საჩუქრები.

თევზები: დახვეწილი მეოცნებეები – ყველაზე ძალიან გაუხარდებათ ის საჩუქარი, რომელიც მისცემს ახალ იმპულსს მათ ოცნებებს
Нравится
თქვენ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

კომენტარების დამატება


DLE 9.3. . .