მსოფლიო პოპ-მუსიკის ვარსკვალავი, სერ ელტონ ჯონი სოლო კონცერტს ბათუმში გამართავს. მომღერლის პროდიუსერებთან მოლაპარაკებას "ისტერნ პრომოუშენი" აწარმოებს.
როგორც "ამბები"-სთან საუბრისას "ისტერნ პრომოუშენის" წარმომადგენელმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, საბოლოო პასუხი მომღერლის პროდიუსერებისგან 1 თვეში ეცოდინებათ.
”ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ელტონ ჯონის წარმომადგენლებთან და თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, მელომანები ელტონ ჯონის მოსმენას ზაფხულში, ბათუმის პიაცაზე შეძლებენ”, - განაცხადა გიორგაძემ.
"ისტერნ პრომოუშენში" არ აკონკრეტებენ, ელტონ ჯონი ბათუმში ოჯახთან ერთად ჩამოვა, თუ მხოლოდ მუსიკოსებთან და პროდიუსერებთან ერთად.
ელტონ ჯონის ვიზიტამდე "ისტერნ პრომოუშენი" ჯაზის საღამოებს გამართავს და საქართველოში ცნობილ ჯაზის სემსრულებლებს ჩამოიყვანს.

სახელი:
სახელი:
სახელი:
სახელი:
სახელი: