ნიკო გომელაური



როცა წავალ გაიხსენებს მამა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად

მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აჰჰყვებიან გრძნობას

იქ კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს ბავშვებს ჩემიანებს მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას
Нравится
თქვენ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

კომენტარების დამატება


DLE 9.3. . .