თითქოს გაზაფხული იყო



მზის სულით გამთბარ ქუჩას მივყვები
ისევ მგონია თითქოს ბავშვი ვარ,
ისევ მგონია თითქოს გიპოვი
და სიყვარულის ბაღში წამიყვან.
სხეულს მიღლიან ჩუმი გრძნობები...
ალბათ ეს დილა მე შემიყვარდა.
ალბათ ვეძებდი გზადაგზა სიტყვებს,
რომ შენთვის მეთქვა როგორ მიყვარხარ!
ქუჩებს ვუხსნიდი შენთვის მოსაყოლს,
უცნაურ ხედვას ვაწყდები ყველგან,
ასეთი უცხო გარდაცვალება
და სიყვარული მინდოდა შენგან.
მზის სულით გამთბარ ქუჩას მივყვები
ისევ მგონია თითქოს ბავშვი ვარ,
ისევ მგონია თითქოს გიპოვი
და სიყვარულის ბაღში წამიყვან.
Нравится
თქვენ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

კომენტარების დამატება


DLE 9.3. . .