ყველაფერი ჩაივლის

ერთმანეთს დავემშვიდობეთ, თვალებზე ცრემლები მეღვრებოდა, თანმიმდევრობით მისველებდა ტუჩებს, აი ტუჩები კი მიცახცახებდა, ალბათ ხალხს გიჟი ვეგონე,მაგრამ ამ აზრსაც ნაწილობრივ ვამართლებდი. მე ორმოც გრადუს სიცხეში ტუჩები მიცახცახებდა. ყოველ წამს ახალი შეგრძნება გამოიჩენდა ხოლმე თავს, თითქოს რომელიღაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი,ექსტაზი, ელ ეზ დე ,ან ემ დი. ყველაფერი დამიბუჟდა, ხელ-ფეხი, თავი, მუცელი, ნეტავ მხოლოდ ეს ყოფილიყო და მეტი არაფერი. აზრები ისე მეცვლებოდა როგორც ჩვეულებრივ პატარა ბავშვებს ეცვლებათ ხოლმე გემოვნება.
ალბათ გგონიათ რომ ამ ყველაფერს ვერ გავუძელი, ცრემლები მოვიწმინდე, ყველა არა ამქვეყნიური ფიქრი ერთ კონად შევკარი და გადავყარე, გგონიათ რომ დავბრუნდი და შერიგება ვთხოვე, თქვენ ფიქრობთ რომ სიყვარულმა თავისი გაიტანა, ხელი ჩამჭიდა და საბოლოოდ გამომამწყვდია. მგონია რომ ყველა რომანტიკოსს ძირფესვიანად ამოგეცლებათ გული .

საერთოდ არ გამჭირვებია. ძალიან მარტივად გავუმკლავდი ადამიანის დაკარგვის განცდას და უბრალოდ წავედი.
ამ განცდის გამკლავება მაშინ უფრო მარტივია როდესაც ადამიანი მართლაც რომ წასასვლელია შენი ცხოვრებიდან.

იცით, რამოდენიმე წუთიც კი არ ყოფილა გასული როცა უკვე მცირეოდენი ისტორია შევქმენი. უდავოდ ჭეშმარიტ კავალერად ვიქეცი მაშინ როდესაც ორი ლამაზმანი გოგონა დავინახე, გაუთავებლივ ვისაუბრე მათთან, ვიცანცარე, ვიხუმრე,ვიკაიფე,ერთი სიტყვით გავერთე.

იცით, ერთ-ერთი მათგანი ძალიან მომეწონა, ალბათ შემდეგ კალამს მაშინ ავიღებ , როცა მასაც დავშორდები.

ელენა და გიორგი

როგორც თითქმის ყველა ნაწარმოებს ახასიათებს და დასაწყისში შესავალით მოგვესალმებიან ხოლმე, მეც არ ვუღალატებ ჩვეულ წესს და ორიოდე სიტყვას გეტყვით იმ ამ ამბის შესახებ რომელიც ვფიქრობ რომ უნდა იცოდეთ. მინდა მე და ჩემს ცოლზე გიამბოთ, უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩვენი ისტორია მოგცემთ იმედს, იმედს რომ ერთმანეთი თავდავიწყებით გიყვარდეთ. სხვა თუ არაფერი რამოდენიმე სასიამოვნო წუთს მაინც გაჩუქებთ, ყოველ შემთხვევაში მინდა რომ სასიამოვნო იყოს. ჩემთვის ამაზე სასიამოვნო არაფერია დედამიწის ზურგზე.

ოქტომბრის სევდა

ოქტომბრის სევდა

ისევ გადაწყდა თავშეყრა ცაზე,
გადაღლილობით გადმთვრალან წვიმის წვეთები,
მაინც აუწყვეს ფეხი ოქტომბერს
და უმოწყლოდ გადათელეს სუსტი ნერვები...

ღარიბი ოჯახი 1 ნაწილი

ერთ კორპუსებიან სახლში იყო ერთი ღარიბი.ამ ოჯახში ცხოვრობდა ერთი ოჯახი.ამ ოჯახში ცხოვრობდნენ ღარიბი ცოლ ქმარი ჰყავდათ ულამაზესი ვაჟიშვილი ერთადერთ ვაჟიშვილზე ფიქრობდნენ გზაზე როგორ დაეყენებინათ.რომ ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო.6 7 წლის ასაკში ის მშობლებმა მართამ და დემნამ სასულიერო სასწავლებელში მიიყვანეს.მას სახელად გიორგი დაარქვეს ისინი რეალურ სამყაროში ცხოვრობდნენ სურსათ სანოვაგე არ ქონდათ.მართას და დემნას ვაჯიშვილის გარდა მეტი არ ყავდათ.მზე რომ მიიწურა მამამ თავისი ვაჯიშვილი თავისთან იხმო.რასაც ეხლა გეტყვი ჩემი სიტყვა.შენთვის კანონი იყოს შენთვის წადი შეშა დაჩეხე.და შინ მოიტანე დანაპირებს თუ არ შემისრულებ სახლში არ შემოგიშვებ.სადაც გინდა იქ იხეტიალე მკვახედ მიაძახა მამამ.ბიჭს ცოტა არ იყოს შეესინდა.მამის სიტყვები გაახსენდა.იცოდა ბიჭი შეშას თუ არ მიიტანდა მამა თავის დანაპირებს აუცილებლად.აუსრულებდა.გიორგიც იძულებული
შეიქმნა ტყეში შეშის დასაპობად წასულიყო შეშის დაპობა რომ დაასრულა.შეშა ურიკაზე დააწყო და შინისაკენ გასწია.მას გზაში წვიმამ მოუსწრო სველი შეშა გარეთ დააწყო.დანარჩენი კი სარდაფში შეინახა ზოგი მამას ცხვირწინ დაუყარა. მამამ ჰკითხა რას შვრები გაგიჯდი? შეშას აქეთ იქით რატომ ყრი მან საკადრისი პასუხი გასცა არ გეყო აქეთ იქით რომ მატარებ? რა უნდა გელაპარაკო შენ ხომ კაცი არა ხარ დემონი,ადამიანებს ცოცოხლად ჭამ შვილს იძულებულს ხდი შენ მოსამსახურედ აქციო.კიდევ რა გინდა ფეხქვეშ გაგეგო? იები და ვარდები ხომ არ დაგიფინო.მან სასტიკად განუცხადა.გავიზარდე პატარა აღარ ვარ სამაგისოდ ჭკუაც მეყოფა.ვინმეს დაკრულზე ვიარო მე არავის მონა არ ვარ.ეს გასაგებად გითხარი მინდა იცოდე.შენი კაპრიზები დიდიხანია უკვე ყელში ამომივიდა.ამას ვერ ხედავ?
რადგან ჩვევად გექცა.თუ ვინმე კარებზე მოგიკაკუნებს უნდა გაიქცე მე იმისთვის არ დავბადებულვარ შენ მოჯამაგირედ დაგიდგე.დედა რომელიც ძალიან ცუდად ჰყავდა.მისი სიცოცხლე ბეწვის ხიდზე ეკიდა მას მხოლოდ ძვლები სტკიოდა.დილას
ნახირს საძოვრებზე რომ გაუშვებდა შვილს მოჰყავდა.თვითონ კი ქარხნისკენ მიიჩქაროდა.მეზობლებს მარტო ის უკვირდათ ეს ქალი დილიდან საღამომდე სულ მუშაობს.სახლში როდის ბრუნდება მაგას ვერ ვიგებთ ერთმა მეზობელმა მეორეს ჰკითხა.აბა სხვანაირად როგორ გინდა? თავისი ოჯახი ხომ უნდა არჩინოს ყველაზე მეტად ჩვენზე დალხენილი ეხლა არავინ არ არის მიუგო მან თავს ყველით და პურით თუ ირჩენდნენ.

ადამიანი რომელიც ადამიანი გახდა

ყოველდღე ათასი რჯულის ქალთან მაქვს ურთიერთობა. ქერა,შავგრემანი,წითური,წაბლისფერთმიანი,მწვანეთმიანი,ყვითელთმიანი,ცისფერთმიანი,ლურჯთმიანი,თაგვისფერთმიანი,ძროხიფერთმიანი. კურნოსა, სწორი ცხვირით, მოღუნული ან უბრალოდ ძალიან გრძელ ცხვირიანი. მაღალი, დაბალი, საშუალო სიმაღლის, ხანდახან ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალი.
სახელებს ვერ გეტყვით, შეგიძლიათ ალფავიტის მეშვეობით იხელმძღვანელოთ.

my book

მონასტრის კარებთან იდგა ის მოხუცი,მის ხელებში ქოთანი შევამჩნიე ორი ყვითელი ყვავილით, რალამაზი იყო. შემთხვევით შევხედე მის ხელებს გამომშრალს, ცხოვრებისგან ალბათ,თვალი ავაყოლე და....

ბუნება

როცა შექმენი ესეთი ლამაზი ადამიანი კიარა ბუნება
შენი შეცდომა ჩვენი არსებობა ამას გული მეუბნება.
ჩვენ ცხოვრებასაც ვაგინებთ, და თითქოს სიცოცხლეც მითია
ვამბობთ რომ არ ღირს სიცოცხლე, რადგან ის დროებითია.
ჩვენ სუიციდს მივმართავთ რადგან ტკივილმა გვატირა
ვიღაც ლაწირაკი რომ ამბობს თურმე ცხოვრების დედა ატირა.

27.082016

როგორ მინდა ახლა ვინმე დამეხმაროს,ღმერთო ჩემო როგორ.გულნატკენმა მივმართე ფურცელს და კალამს,არ მჯერა ღმერთო ჩემო ნუთუ მემან მიმატოვა,წავიდა.მტკივა.გული მტკივა,შენ შენებთან მე ჩემებთანო?ასე თუ ფიქრობდა რატო აქამდე არ თქვა?რატო?თუ მაინც დადგებოდა ეს დღე რატო მოვედით აქამდე?

უკვე გვიანია...

ახლა შუაღამეა, შემთხვევით ვნახე ეს საიტი და პირველი სიყვარულის ისტორია წავიკითხე და სურვილი გამიჩნდა ჩემი ამბავი დამეწერა, ამბავი რომელიც ერთხელ ჩემთვის დავწერე, მაგრამ შემდეგ დავხიე, რადგან უკვე გვიანი იყო ყველაფრისთვის. მხატვრული საუბრით არ გამოვირჩევი, მაგრამ დავწერ მაინც...
გაგეცინებათ, ეს ყველაფერი ბავშვობაში იყო, მაგრამ დღეს ისე მახსენებს თავს მინდა დრო უკან დავაბრუნო და ყველაფერი შევცვალო. აღარც მახსოვს მე და გელამ სად, როდის, რა ასაკში გავიცანით ერთმანეთი, ყოველ ზაფხულს ერთად ვისვენებდით, ერთ სახლში ყველასთან ერთად (მშობლებს და ნათესავებს ვგულისხმობ).მთელ დღეებს და ღამეებს ერთად ვატარბდით, ყველასთვის საუკეთესო მეგობრებად აღვიქმებოდით, ჩვენც ასე ვეძახდით ერთმანეთს, და 100% -ით ასე იყო.. იმის მიუხედავად რომ ამდენ დროს ერთად ვატარებდით და ხანდახან ღამეებსაც ვათენებდით მხოლოდ მეგობრები ვიყავით და წამითაც არ მიფიქრია მასზე სხვანაირად.. ვფიქრობ იმ დროს ისიც ასე იყო.. ცოტა რომ წამოვიზარდეთ და შეხედულებები შეგვეცვალა რაღაცაზე მაგრად ვიჩხუბეთ და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტეთ.. წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა ეს.. მიჭირდა მის გარეშე რადგან ვერავის ვუზირაბედი ისე ჩემს ამბებს როგორც მას.. მაგრამ სიჯიუტე უპირველეს ყოვლისა არც მიფიქრია დავლაპრაკებოდი, და ისევ ის გამოჩნდა,სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა და ისევ დაიწყო ყველაფერი ძველებურად, ერთი განსხვავებით იმ კონფლიქტს მე მაბრალებდა და უნდა მეღიარებინა, მოვიტეხე რქები და ვაღიარე. გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა, მაგრამ მხოლოდ ვირტუალურად, მინდოდა მისი ნახვა, ჩახუტება მაგრამ ის არ მთავაზობდა და აბა მე რისი მე ვარ მე ხომ არ შევთავაზებდი.. მოკლედ მთავარი რაზეც ეს ყველაფერი მოვყევი, ერთ დღეს ასე მიმოწერისას ძველ ამბებს ვიხსენებდით.. ეს იქნებოდა ალბათ ასე ხუთი ან ექვსი წლის წინ.. მითხრა თუ როგორ ვუყვარდი მაშინ, და რა გვიან მიხვდა ამას , როგორც მე ამ საუბრის შემდეგ.. ამ საუბრის შემდეგ მივხვდი მეც მიყვარდა იმ დროსაც და მერეც სულ და ახლაც, ისევ და ისევ მე რისი მე ვარ ამ თემაზე ლაპრაკი ავუკრძალე და ვუთხარი რომ ის გაგიჟდა და ღალატობდა ჩვენს მეგობრობას, თან გულში სულ სხვანაირად ვფიქრობდი. მაგრამ უბრალოდ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება.. ძნელია როცა დაგაგვიანდება და აღარაფრის შეცვლა შეგიძლია.. ამის შემდეგ მახსენდებოდა ყოველი დღე მასთან ერთად გატარებული და ჩემ თავს ვეკითხებოდი რომ რამ გამოგაშტერა მაშინ, მაგრამ უკვე გვიანია... მას უკვე მეორე ნახევარი ყავს, არ ვეჭვიანობ თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ მიყვარს ის წარსული რაც ერთმანეთს უკავშირდება და ის, უიმედოდ... ძნელია დაივიწყო წარუსლი.
თან უკვე გვიანია...

სამუდამოდ წავალ სამუდამოდ...

ისევ აირია სულში ამინდები,ისევ მომერია შენზე ფიქრები,ოცნები...მერამდენედ დამთავრდა და იწყებოდა ღმერთმა იცის,მაგრამ ამჯერად სამუდამოდ,სამუდამოდ ბედნიერად სამუდამოდ... ამ წერილმა ისე აშალა ჩემში სევდა ვერარ ვაწყნარებ,ისე მომიკლა გული ვეღარ ვმკურნალობ



Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.