მოვიდა

კარზე კაკუნია, კარზე კაკუნია
და ვიღაც გამალებით აბრახუნებს, მეძახის
სკამიდან ნელ-ნელა ვდგები და კარზე ბრაგუნია,
მიხმობს, ნუთუ ისაა, მგონი მოვიდა, გული მიჩქარდება
კარისკან მივდივარ და ურდული ისე შორსაა
როგორც გაზაფხულზე მოსული იისფერი თოვლი,
მძიმედ, მძიმედ ვეწევი სახელურს და გული წამით ჩერდება...
ვუყურებ, არ მჯერა, მოვიდა, მიყურებს, ვხვდები დამთარდა
ის ლოდინი მე რომ ასე ველოდი, ზღვისფერი წყლიანი თვალებით შემიგრძნო და მის ხელებს უკვე წელზე ვგრძნობ...
თმების სურნელი შემოდგომის ნიავს ჰგავს, მსუბუქს და დამტვერილს, ტანზე ცრემლები იწყებენ ჩამოსვლას
ტირის და მაგიჟებს, ვერ ვხვდები, რა მოხდა.....
მიღიმის, ხელს მკიდებს და მორჩილად მივყვები,
მიხარია და შიგნიდან გაზაფხულზე ატმის რტოსავით ვფეთქდები, ის ხომ მოვიდა და და მეც ხომ ველოდი...
მივდივართ... ჩემს ქოხს მაღლიდან ვუყურებ, მაღლა მივიდივართ სულ ზევით და ზევით, აღარაფერი ჩანს მხოლოდ ღრუბლებია ზემოთ და ქვემოთ... ბედნიერი კაცი ვარ სიკვდილი ჩემამდე მოვიდა..

მა'ს♥

თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა..წამიერი დუმილია და თიქთოს სამყარო ამ ერთ წამში ჩარჩა..სევდამ მოგონებები შემოინახა და ისევ იქ ვარ სადაც იყავი შენ,ვიყავი'თ ჩვენ.

გვირილა

მეც ერთი მინდვრის ყვავილი ვარ
თავზე მაწვიმს და მათოვს,
ქვეყნად არავინ არა მყავს
ბედმა დამტოვა მარტოდ..

ყველას ჰყავს ქალღმერთი

იცი რა , რომ გითხრა მიყვარხარ ჭკუაზე არ უნდა ვიყო ,იცი რა ისიც რომ გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ სულით ხორცამდე გადარეული უნდა ვიყო , ისიც რომ გითხრა თუ რა ადგილი გაქვს ჩემს გულში ძლიერი უნდა ვიყო
.
იცი რა თუ ამას გეუბნები თუ რა ძლიერ მიყვარხარ მაშინ სიყვარულით მთვრალი ვარ . მე შენში არსებას ვხედავ ია-სავით მორცხვს და სათუთს .

იცი რა შენ თმას სურნელი ასდის ედემის ბაღის , იცი რა შენ იმდენად მაცდური ხარ ედემის ვაშლის გარეშეც მაცდუნე, იცი რა? მე შენ ძლიერ მიყვარხარ !!!

იცი რა , შენი დიდი თვალები სიცოცხლეს ბადებს ჩემში ,იცი რა შენი ნაზი თითები რომლებიც ნახატებს ქმნიან ფუნჯით და ფანქრით ,იცი რა შენი სუნთქვა ბულბულის სტვენას წააგავს

იცი რა როცა შეგეხე როცა ვიგრძენი სურნელი შენი როცა ჩაგკიდე ხელი ვიგრძენი ნაზი არსება შენი, მე შენში დავინახე ოცნება ჩემი ქალღმერთი მოკვდავთა შორის იცი რა მე მოვკალი ოცნება ჩემი და მოვედი გითხრა თუ რა ძვირფასი ხარ ჩემთვის . იცი რა მადლობას გეტყვი იმისთვის რომ ამ ცხოვრებაში ანგელოზი შემხვდი იცი რა ბედნიერი ვარ იმით წუთით , წამით და საათით სადაც შენთან ერთად ვიყავი.

იცი რა ძალიან ძლიერ მიყვარხარ

ნაკვალევი (3 - 4 თავი)

მესამე თავი

ვიზრდებოდით, მე უკვე თექვსმეტი წლის ვიყავი, სალომე თოთხმეტის.
რამდენიმე დღეში სკოლიდან გვითხოვდნენ. იწყებოდა უსაქმურობისა და გართობის გრძელი სამი თვე. ჩემი მშობლებისთვის, რომ გეკითხათ: - ისედაც ქრონიკულად ვისვენებდი.
ძალიან მიყვარდა ზაფხული.
უბანი ხალხით ივსებოდა. საღამოობით სხვა და სხვა სახის თამაშებს ვიგონებდით, ფეხბურთს, კალათბურთს.

ტოის ემი

ისევ ვწერ.. რადგან გუშინ რომ ვწერდი ჩემს მობილურზე შეტყობინება მოვიდა.. სიმართლე გითხრათ ყურადღება არც კი მივაქციე მაგ შეტყობინებას უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ის იქნებოდა ვისაც მთელი ამ დროის მანძილზე ვნატრობდი.. თითქოს ჩემდა უნებურად გამეფიქრა კიდეც იქნებ ის არის მაგრამ ისევ წერა გავნაგრძე.. წერა რომ დავასრულე დაძინებას ვაპირებდი მობილური ავიღე და უბრალოდ თვალებს ვერ ვუჯერებდი.. მომიკითხა, მეც რათქმაუნდა არაფერი შემიმჩნევია ძალიან ჩვეულებრივად ვუპასუხე, როგორც ხდება ხოლმე..
- წავიდეთ გინდა? (ტოი)
ორწუთიანი პაუზის შემდეგ ვეცადე პასუხი ისევ აუღელვებლად მიმეწერა..
- სად გინდა წასვლა? (მე)
- შორს ემ.. ყველასგან და ყველაფრისგან შორს.. მხოლოდ მე და შენ. უბრალოდ აღარ შემიძლია, ვიცი სულ იმას გეუბნებოდი რომ მე სიყვარულზე ძლიერი ვარ, უნდა გავუძლო იმას რომ მთელი ცხოვრების გატარება უშენოდ მომიწევს მაგრამ რა ვქნა .. ვეღარ ვუძლებ. გთხოვ წამოდი სამყარო დიდია, გპირდები ვერ გვიპოვიან..
- ვერ წავალთ, არ გვაქვს მე და შენ წასვლის უფლება ტოი.. ვეღარც მე ვძლებ ისე ცუდად ვარ შენთან საუბარი რომ მინდება წერას ვიწყებ.. დღესაც დავწერე ჰო აი მაშინ ვწერდი როცა შენ მომწერე.. ვწერ სულ შენზე ვწერ ტოი..
- მე არ მჭირდება არაფრის წერა, არც კითხვა ემი, მე ყველაფერი განცდილი მაქვს ..
- ჰო მაგრამ შენ ჩემი არ გაქვს გამოცდილი. როგორ ვარ, რას ვგრძნობ, რა მინდა, საერთოდ მინდა თუ არა რამე.. ცუდად ვარ ტოი ვეღარ ვუძლებ უშენობას
- მიყვარხარ ემი.. გნახავ! აუცილებლად გნახავ და ჩაგეხუტები. ამით ვიცხოვრებ ემ შენი ერთი ჩახუტებით ვიცხოვრებ..
- ჩემო სიყვარულო..
- გთხოვ სურათი გადაიღე თვალებზე და გამომიგზავნე, გთხოვ ემ.. ძალიან მენატრებიან ეგ ლამაზები..
- რა გიყვარს ჩემში ტოი?
- პატარა ემი მიყვარს .. სულ რომ იცინოდა, ბავშვურად რომ მებუტებოდა ხოლმე .. გთხოვ წავიდეთ რა ემ გთხოვ გემუდარები წავიდეთ აქედან ყველასგან და ყველაფრისგან შორს.
- ვერ წავალთ ტოი, არ გვაქვს უფლება გაიგე გთხოვ რომ ვერ წავალთ..
- კარგი ემი.. ასე დაწერა ღმერთმა და ამას ვერ გავექცევით, დაწერა რომ მთელი ცხოვრება უნდა დავიტანჯოთ და იყოს ასე..
- არა ტოი. ღმერთს ნუ აბრალი, მან ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქა, იმ დღიდან კი ჩვენთვითონვე ვწერთ ჩვენზე..
- ამით შენ რისი თქმა გინდა, რაც მოხდა ეს შენითვე დაწერე? რაც გააკეთე ეს შენითვე დაწერე და გინდოდაა? რაც დამმართე ეს ყველაფერი გინდოდაა?
- შენი ბრალი იყო.. საერთოდ ყველაფერი შენი ბრალია.. ვერ გიტან ტოი ვერა! მძულხარ, უბრალოდ მეზიზღები.. შენ გააუბედურე ეს გრძნობა და შენსგამო ვართ ახლა ასე..
- მაშ შენი ბრალი რაღაა?
- ის რაც ექვსი თვის წინ მოხდა..
საკმაო ხანს ვჩხუბობდით. უბრალოდ ცუდად ვიყავი.. აღარ შემეძლო ამ რეალობისთვის თვალი გამესწორებინა. მინდოდა ყველაფერი მისთვის დამებრალებინა, ყველაფერში ის დამედანაშაულებინა თუმცა თავადაც კარგად ვიცი რომ ყველაფერი რაც ახლა ხდება ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯის ბრალია.. ცუდად იყო. იგინებოდა, საკუთარ თავს შეურაწყოფას აყენებდა .. მე კი თვალცრემლიანი ვწერდი რომ უზომოდ მიყვარს, ვწერდი რომ რაც მოხდა იმაში ორივენი ვართ დამნაშავეები, ვწერდი რომ მისთვის ვიარსებებ..
როგორც იქნა დამშვიდდა.
- ემ .. შენი ტუჩების გემო მენატრება
- ტოი საყვარელო (ცივად მივწერე)
- შენი მკერდი.. ემ ისე მენატრებიან ჩემი ლამაზები.. არავისააქვს შენზე ლამაზი
- ტოი გეყოს..
- ღმერთო ახლა ჩემთან იყო.. ჩემს მკერდს ეხემოდნენ შენი ლამაზები მეტი არაფერი მინდა.. მხოლოდ ეს ღამე იყო ჩემთან და ამისთვის სიცოცხლეც კი მიღირს..
- გაჩერდი გთხოვ..
- რატომ უნდა გავჩერდე აქ ხომ მხოლოდ ჩვენ ვართ, მე და შენ ..
- მერე რა რომ მხოლოდ ჩვენ ვართ. მინდა რომ გაჩერდე!
- არ გავჩერდები პირიქით მინდა აღიარო რომ შენც გინდა ახლა ჩემთან .. გინდა რომ შენს შიშველ სხეულს ვეფერებოდე, ხერხემალს გიკოცნიდე უწინდელივით ..
- გთხოვ გაჩერდი თორე წავალ ტოი ..
- მოგეფერებოდი მთელი ღამე მოგეფერებოდი და ბოლოს ნაზად შემოვიდოდი შენში ..
- მე ხომ გთხოვე ტოი რომ გაჩერდე..
- ნაზად, აუჩქარებლად ვიმოძრავებდი შენში..
- ნახვამდის ტოი..
- რატომ ემ? რატომ მიდიხარ? ხომ შეგიძლიათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღიარო ის რომ ცუდად ხარ.. რასაც გწერ, რასაც მე ვაღიარებ, რისი აღიარებისაც მე არასდროს მეშინოდა ის შენც გინდა..
ძალიან გავბრაზდი.. ვხვდებოდი რომ უკვე SMS შიც ბოლოხმაზე ვყვიროდი.. (ტოიზე არ გავბრაზებულვარ, საკუთარ თავზე გავბრაზდი რომ ყოვეთვის მეშინოდა იმის თქმა და იმის გაკეთება რაც მინდოდა.. რაც ბედნიერს გამხდიდა.. სექსს არ ვგულისხმობ. ზოგადად ძალიან მშიშარა ვიყავი.. უბრალოდ არ ვიცი რატომ ვერ ვბედავდი იმის აღიარებას რაც მსურდა და რასაც ვნატრობდი.. ამაყი და პრინციპული არასდროს ვყოფილვარ.. მშშარა ვიყავი..)
- მიყვარხარ ჰო ძალიან მიყვარხარ და მენატრები რაღაც ამოუხსნელი გრძნობით .. ვეღარ ვძლებ ცუდად ვარ რადგან შენს გვერდით არ ვარ.. მენატრები შენი თითოეული შეხება, შენი ტუჩების უტკბესი გემო. შენი სხეულის სიმხურვალე მენატრება.. მოფერება შენი, შიშველ სხეულზე რომ მეფერებოდი მენატრება ყველაფერი მენატრება ჰო ტოი.. იმის გამო რაც მე გავაკეთე რის გამოც ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებად გადაგვექცა მე რომ ნამუსიანი ადამიანი ვიყო თავს მოვიკლავდი.. მაგრამ რა ვქნა არც ნამუსი მაქვს..
- ორ ადამიანს მოკლავდი .. ან შეიძლება მეტს ..
ასე გაგრძელდა დილის ექვს საათამდე.. მთელიღამე მწერდა, შორიდან ვეტრფოდით ერთმანეთს..
უბრალოდ არ უნდა დამეკარგა ტოი .. ვიცი შანსი კიდევ მაქვს რომ მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ მაგრამ.. ეს ჩემს ცხოვრებაში მეორედ გადადგმული არასწორი ნაბიჯი იქნება.. იმიტომ არა რომ მე ტოი არ მიყვარს, უბრალოდ ამით უფრო მეტ ადამიანს ვატკენ გულს ვიდრე ჩვენ ორნი (მე და ტოი) და ჩვენი სიყვარულია..
ახლა შენ მკითხველო.. ვიცი შეიძლება გაგიჭირდეს იმის დაჯერება ეს რეალურია თუ უბრალოდ მოგონილი ამბავი.. ისიც ვიცი რომ არც თუ ისე კარგად ვწერ მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, რომ არ დავწერო უბრალოდ ვერარ დაიტევს პატარა ემი ამდენს. სხვა კი არავინ მყავს ისეთი ვისაც შემიძლია ეს ყველაფერი მოვუყვე.. ასე რომ ჩემო ძვირფასებო მინდა იცოდეთ არსებობს ორი ისეთი ადამიანი, რომელთაც ასე უგონოდ შეუყვარდათ ერთმანეთი თუმცა მათ ეს სიყვარული უბრალოდ აკრძალული აქვთ ..

აკრძალული სიყვარული

წერა მომინდა.. ჰო წერა იმის დაწერა რაც არარეალურია, იმის დაწერა რაც სიცოცხლეში ჩემთვის სამწუხაროდ და სხვისთვის საბედნიეროდ აღარ მოხდება..მე შენ საბოლოოდ ექვსი თვის წინ დაგკარგე.. შემიყვარდი ჰო ახლა შემიყვარდი ან უბრალლოდ ახლლა მივხვდი იმას რომ ადრეც მიყვარდი და ამ ყველაფერმა ჩემში ახლა გაიღვიძა .. შემიყვარდი ყველაზე სათუთი და წრფელი გრძნობით. არ მაქვს შენს მიმართ რაიმე ბილწი მაცდური მოთხოვნა არც ფლირტი მინდა არც კოცნა არც სექსი.. უბრალოდ ერთი ჩახუტება მჭირდება, ისე მჭირდება ვგრძნობ ერთხელ რომ ჩაგეხუტო შევივსები.. გავცარიელდი. ძალიან ცარიელი ვარ ეს ბოლო დღეები ხომ სულ შენზე მეფიქრება და წარსულზე იმ ტკბილ მოგონებებზე ვფიქრობ შენ რომ დამიტოვე და ჩემში მარად რომ იარსებებს.. ერთად ერთზე იმაზე ვფიქრობ რომ ისევ მომეცეს შესაძლებლობა იმისა რომ მხოლოდ ერთხელ ჩაგეხუტო იმდროვანდელივით ამისთვის წლების დაკარგვაც კი მიღირს.. დაგკარგე და ბოლოს მიღებს იმაზე ფიქრი რომ სამუდამოდ დაგკარგე, ვაღიარებ ახლა დაგაფასე, დავაფასე ის დრო და ვაფასებ შენს ჩემს მიმართ სიყვარულს.. მაგრამ ვხვდები რომ ძალიან გვიანია იმაზე გვიანიც კი ვიდრე მე მგონია.. სინანუნული, მონატრება, სიყვარული, დანაშაულის გრძნობა საერთოდ ყველაფერი ძალიან გვიანია.. მხოლოდ ახლა ვხვდები თუ როგორ გტკიოდი მაშინ, როგორ გტკიოდა ჩემი უიმედო სიყვარული რასაც განიცდიდი, როგორ გენატრებოდი.. რა დამავიწყებს შენს ცრემლებს ჩემთვის რომ ტიროდი მე კი უგულოდ გაქვავებული ვიდექი და უხმოდ გიყურებდი. შემდეგ ესეც არ ვიკმარე და წავედი.. ეს წასვლა საბოლოო იყო. ამბობენ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო მაგრამ სისულელეა ჩვენზე ეს გამოთქმა რადგან მე ვეღარ დავბრუნდები, არ კი არა ვერ.. უბრალოდ ჩემი დღევანდელი რეალობა არ მაძლევს ამის საშუალებას.. ვხვდები რომ საკუთარი თავი დავკარგე. ჩემი ამდროინდელი აზრი, გული და გონება მხოლოდ შენ და ჩვენს მოგონებებს უკავშირდება და ეკუთვნის.. ვზივარ და ვწერ, რას მე თვითონაც არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ შენ ამ ნაწერს ვერასდროს ნახავ.. შენს სახელსაც კი ვერ ვწერ რადგან სინდისი მქენჯნის და მრცხვენია იმის მერე შენი სახელის წარმოთქმა რაც მე დაგმართე და დავმართე ჩვენს სიყვარულლს, ყველაზე უმანკო გრძნობას.. იცი რა მინდა? მინდა რომ კიდევ ერთი სიცოცხლე მქონდეს .. მაშინ კი ზუსტად ვიცი რომ შენს თვალებს ავირჩევდი და სიცოცხლეს მის ყურებაში გავლდევდი. კიდევ გზას რომელიც ლიანდაგის თავში იწყება და ბოლო არ უჩანს. გახსოვს მე და შენ რომ ღამით წვიმაში ხელჩაკიდებულები სადღაც ლიანდაგებს მივუყვებოდით?! თავშესაფარს რომ ვეძებდით გახსოვს?! მე მახსოვს და ვნატრობ რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდეს ის ღამე.. ზუსტად მაგ ღამეს ვიგრძენი რომ შემიყვარდი.. მაშინ სულ რაღაც მეორედ გნახე. ისიც მახსოვს პირველად ორი დღით ადრე გნახე, ჩემი მხოლოდ სახელი გაიგე.. მაშინ ხომ სულელი პატარა ბავშვი ვიყავი, რომელიც ასევე სისულელეებს ლაპარაკობდა და შენ ვერაფრით დაგაინტერესა.. ეს რამოდენიმე დღეა რომანტიკოსი გავხდი, სულ ვფიქრობ რომ წერილი მოგწერო მაგრამ არ ვიცი იმ წერილში რა დავწერო.. გულჩათხრობილი და ზედმეტად ბანალური ვარ.. მე ხომ სამყაროში ყველაზე აკრძალული გრძნობით მიყვარხარ.. ვიცი რომ არ მაქვს უფლება მიყვარდე, ვიცი რომ არასწორია ჩემი შენდამი სიყვარული მაგრამ როგორც შენ იტყოდი ,,გულს ვერ ვუბრძანებ''.. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს შენს თითებს ავირჩევდი, შენს ხელებს ნაზად რომ მომკიდებდი ლოყებზე და შუბლზე მკოცნიდი, ნაზად რომ გადამიწევდი ხოლმე თმას და ისე მკოცნიდი.. მენატრები, მართლა სიგიჟემდე მენატრები. ყველასთვის ამოუხსნელი გრძნობით მენატრები.. წარსულს მივტირი რომელმაც შენგან მხოლოდ უტკბესი მოგონებები დამიტოვა. მეშინია მომავლის რადგან უშენოდ უნდა გავლიო ის.. იცი რას ვხვდები? იმას რომ სულ მეყვარები. დავიტანჯები ჰო ზუსტად ვიცი რომ დავიტანჯები რადგან ახლაც ვიტანჯები იმით რომ შენთან არ ვარ.. მიყვარს ჩვენი სიყვარული. შუაში დიდი კედელი რომ გვაქვს, რომელსაც უშველებელი ასოებით აწერია არ გვაქვს უფლება გვიყვარდეს და ვნატრობდეთ. რომ შემეძლოს ყველაფერს გაჩუქებდი ცხოვრებას გაჩუქებდი, ოცნებებს გაჩუქებდი. სიყვარულს გაჩუქებდი მაგრამ როგორ, როგორ გაჩუქო შენი თავი შენ.. ახლა ვხვდები რომ შენში არც ტუჩი, არც ცხვირი, არც სიგანე, არც სიმაღლე არ მიყვარს. მხოლოდ შენი თვალების რაღაცნაირი ფერი და საოცარი სითბოთი გამორჩეული თვალები მიყვარს.. რომ ჩაგხედავ და დავიკარგები. შენს თვალებში დანახული ჩემი თავი მიყვარს რადგან ,,მეს'' ,,შენ'' უყვარს .. ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული ხმის ტემბრი მიყვარს. საოცრად ჩამესმოდა ყურში შენი თითოეული ნათქვამი ,,მიყვარხარ''. და ჩემთვის ყველაზე დამაბნეველი ღიმილი მიყვარს, გულწრფელი.. რომ გაიღიმებდი და კონკრეტულად მე სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდი.. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.. კი ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ გნახავ რათქმაუნდა შემთხვევით, ისევ ისე დავიბნევი, ისევ გაიღვიძებენ ჩემი ფერადი პეპლები მუცელში.. ცივად გადამკოცნი და წახვალ .. მე კი მოვკვდები. გზას გავნაგრძობ მაგრამ მკვდარი ვიქნები, უკვე მერამდენედ ვიქნები მკვდარი .. მტკივა სურვილი რომ არ აგისრულე და შენს თვალწინ არ გავიზარდე.. სულელი ვიყავი. გინდოდა ნამდვილ ქალად ჩამოგეყალიბებინე მაგრამ მე ამის საშუალება არ მოგეცი .. სულელი ვარ ახლაც რომ არ ვტოვებ ყველაფერს რაც გამაჩნია. არ მოვდივარ შენთან და უწინდელივით არ გიკრავ გულში .. არ არა, ვერ მოვდივარ არ მაქვს უფლება დავტოვო ის რაც მე ავირჩიე.. ,,ჩემი ერთიცალი'' მუდამ ჩემში დარჩება. ყველაზე გულწრფელი და უკანონო სიყვარულით მეყვარება. ერთი ღამე მინდა, ადგილი მინდა სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით. დავჯდებით და უბრალოდ წარსულში დავბრუნდებით, ბოლოს უხმოდ ჩავეხუტებით ერთმანეთს და დავიძინებთ.. თუმცა ოცნებაშიც კი არ მინდა იმაზე ფიქრი რომ გათენდება რა მოხდება, რადგან გულს მიკლავს ის რომ შენ ისევ შენს სახლში და ცხოვრებაში წახვალ, მე კი ჩემში.. შენი სუნთქვა მახსენდება, იმ ღამით რომ ჩაგეძინა, მე არ მეძინა იცი?! მე შენს სუნთქვას ვუსმენდი სუნთქვას რომელიც სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო ყველგან ვიცნობ. რომ დავბრმავდე ხმის ამოუღებლად რომ მოხვიდე ჩემთან შენს სუნს ვიგრძნობ და შენს სუნთქვას ვიცნობ.. მერე მე დამეძინა, შენ გაგეღვიძა და მთელი ის დრო ჩემს გვერდით იწექი და ხმისამოუღებლად მიყურებდი.. ეჰ რომ დავჯდე და ყველაფრის წერა დავიწყო რაც მოხდა, რაზეც ვოცნებობდი, ძალიან დიდი დრო დამჭირდება ამ ყველაფრისთვის.. იმდენი მაქვს მოსაგონარი ძალიან ძნელი იქნება უშენოდ ამ ყველაფერზე ლაპარაკი .. მადლობა ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო იმისთვის რომ ჩემთვის შეუყვარებელი ადგილი შემაყვარე, ყველა ადგილზე მეტად მიყვარს რადგან იქ ჩემი სიყვარულია, ჩემი აკრძალული სიყვარული .. მიყვარხარ გადაუყვარებლად.. შენი ემი..♥

ყველაფერი დასრულდა.

ჩემი ტკივილი რომ ენახა ღრუბელს დაიწყებდა სკდომას
გაზაფხულზე დაიწყებდა თოვას, ზაფხული დაემსგავსებოდა შემოდგომას..
წვიმა შეაშრებოდა მიწას, ეს ტკივილი აატირებდა დედამიწას...
ზღვა დაიწყებდა ღელვას, ცაზე გამოჩნდებოდა ელვაც...
ყვავილებს დაატყდებოდა ძირები რომ ენახათ უშენოდ როგორ ვიძირები..

სიყვარული და ტკივილი (დასასრული)

10 წლის შემდეგ:
-სანდრო ბავშვები სად არიან?
-ზღვაზე დავტოვე თიკო.
-სერიოზულად გეკითხები და მიპასუხე...
-მე მომყავს თიკო ნუ გეშინია (მაია)
-კარგია, შენ უნდა დამეტოვებინე იქ ვაჟბატონო.

ზოგი ჭირი მარგებელია

გამარჯობა მე სალი ვარ 18 წლის მაღალი ქერა თმით და ქამელონი თვალებით (ცისფერი და მწვანე)მყავს ძმა საბა 17 წლის დედა ნატო და მამა ზალი ისინი უცხოეთში არიან ბიზნესი გამო მყავს საუკეთესო მეგობარი ემილი ისც 18 წლისა საშვალო სიმაღლის შავგვრემანი და ქამელონი თვალებით (მუქ ფერებშ)ემილის მშობლებიც უცხოეთში არიან ბიზნესის გამო. შეყვარებული არცერთს არ გვყავს. უნიში ვსწავლობთ ორივე სამედიცინოზე.... დილით ადვდექი დავიბანე კარდას მივადექი და სამოს ვარჩევდი ავირჩიე შავი კაბა ტანზე მომდგარი და ჯინსი კურტკა ავიღე ჩანთა ტელე და ემილისკენ ჰერი ჰერი ))ემილი მზად დამხვდა და უნიში წავედით
- გოგო გაიგე 2 ბიჭი გადმოსულა ჩვენს ფაკულტენზე (ელმილი)
- აჰა ამიტომ გამოიბრანჭე ასე



Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.