მეზობელი

ოთახში ციოდა. ვიწექი მარტო და ვიცდიდი, რას ვუცდიდი თვითონაც არ ვიცი. უბრალოდ ვიწექი და გარშემო მხოლოდ
გამაყრუებელი სიჩუმის ხმა მესმოდა. რა უნდა ვქნა ეხლა? სად უნდა
წავიდე? ამ დროს ოთახის კარი დედამ შემოაღო და ცივად მითხრა: ადექი, მივდივართ. არ მინდოდა
წასვლა, არც დარჩენა მინდოდა. ვიცოდი რომ არ წავყოლოდი, ოჯახისკენ მიმავალი ყველა გზა გადამეკეტებოდა. მე კიდევ ცუდად
არ მოვქცეულვარ, სიყვარულით ვმოქმედებდი და
ვიცოდი, ადრე თუ გვიან, ამას დედა და მამაც მიხვდებოდნენ,თუმცა, მანამ, სანამ ეს მოხდებოდა სხვა გზა არ
მქონდა სახლიდან უნდა წავსულიყავი. დედას
აუღელვებლად გავყევი,ეს არც ისე ნორმალურად ჩანდა ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობის
მერე. მამა მანქანაში გველოდებოდა. ის საერთოდ არ მცემდა
ხმას და
ალბათ ასეც ჯობდა. ნაცნობი ექიმის
კაბინეტს მივუახლოვდით და აქ უკვე ჩემი ღელვა დაიწყო:
-გამარჯობა ქალბატონო ნათია, ჩემი შვილი მოვიყვანე, ლელამ დაგირეკათ..
-აა, ხო ხო გამახსენდა, ხომ იცით აბორტს ასე ადვილად
ვერ გავაკეთებთ, ჯერ გავსინჯავ და თქვენ სჯობს გარეთ მოიცადოთ.
დედა უსიტყვოდ დაემორჩილა
ექიმის თხოვნას და გარეთ გავიდა.
-კარგიი, შენი სახელი მითხარი.
-მართა
-რა ლამაზი სახელია მართა. მოდი, სანამ რამის
გაკეთებას დავაპირებთ, მითხარი ამის გაკეთება მართლა
გინდა, თუ არა.
-არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს
-ბავშვის მამა
სად არის?
-არ იცის, არ მათქმევინეს ჩემმა
მშობლებმა. იქნებ არ გამიკეთოთ არაფერი, ოღონდ ისე, რომ დედაჩემი ვერ მიხვდეს. ამის
გაკეთება არ მინდა, ვიცი როგორც უნდა
მოვიქცე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ
ექიმი დამთანხმდა, დედას უთხრა, რომ ჩემთვის აბორტის
გაკეთება არ შეიძლებოდა
და
სახლში გამოგვიშვა. ვიცოდი კარგი დღე არ მელოდა, მაგრამ მაინც
ბედნიერი ვიყავი. დედა და მამა მარტო არ მტოვებდნენ, მასთან რომ არ მელაპარაკა, ხან ვის ტოვებდნენ ჩემთან, ხან ვის. ერთხელ, როდესაც სამსახურში დიდხანს
შეყოვნდნენ, მარტო აღმოვჩნდი სახლში და, რა თქმა
უნდა, ამ შემთხვევით ვისარგებლე. ჩუმად გავაღე სახლის
კარი, კიბე ჩავირბინე და მისი სახლის
წინ გავჩერდი, კარი ღია იყო. უფრო ფართოდ გავაღე კარი
და ცარიელი სივრცე დავინახე. ბინაში აღარაფერი აღარ იყო, უცბად არ ვიცი რა დამემართა, ვეღარ ვსუნთქავდი.
ამ დროს
ვიღაცის ხმა
შემომესმა:
-გოგონა, თუ შეიძლება გაგვატარეთ, ავეჯი უნდა
შევიტანოთ,
-კი მაგრამ ბინის
პატრონი სად არის?
-ახალი პატრონი აქ
არის, ძველი წავიდა, სად არ ვიცი.

სიყვარული და ტკივილი (30თავი)

იმ დილით ყველა უხასიათოდ იყო, ნიკას გარდა. მას ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა თიკოს მოტაცება?
-თიკო რაღაც დღეს დილით ხასიათზე არ ხარ. რა ხდება?
-არაფერი სიხარულო უბრალოდ რაღაც არ შემიძლია.
-არ წახვიდე ცეკვაზე და მთელი დღე ერთად გავატაროთ.
-რა სჯობია შენთან ერთად ყოფნას ძვირფასო, მაგრამ ცეკვის გაკვეთილს ვერ გავაცდენ, სულ რაღაც ერთი საათით წავალ და ძალიან მალე დავბრუნდები, ისე რომ ვერც კი გაიგებ.

ნაკვალევი პირველი ნაწილი პირველი თავი

ნაკვალევი
პირველი ნაწილი
პირველი თავი
[center][/center]

-დრაგ!... დრუგ!.... დრაგ!.... დრუგ!....-ისმის მძიმე სამხედრო ჩექმების ხმა. თითოეულ ნაბიჯს წინ უწრებს თვლა: - ერთი!.... ორი!... ერთი!... ორი!... - სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭები მწყობრი ნაბიჯით მიიწვენ წინ -სდექ! - ისმის მეთაურის ბრძანება.

სუიციდი

მეც დავიღალე დროა გავშალო ფრთები ყოველდღე ალკოჰოლის გარეშეც კი ვთვრები
ტკივილი მათრობს სხვას კი სიხარული მე იქვე მოვკვდი სადაც ვნახე სიყვარული
სადაც ვთქვი რომ გრძნობა ტკვილიებს კურნავს მაგრამ ჩემი ტკივილი დღემდე არ განუკურნავს

სიყვარული და ტკივილი (29თავი)

მაიას გამო თიკო ძალიან ღელავდა. სურდა ეს სანდროსთვის გაემხილა, მაგრამ პირობას ვერ დაარღვევდა. ყველაფერს უხალისოდ აკეთებდა, რაც სანდროს არ გამოპარვია.
-თიკო რა გჭირს შეგიძლია მითხრა?
-რა უნდა მჭირდეს? რაზე საუბრობ?
-რავიცი რაღაც უხასიათოდ ხარ, რა მოხდა მითხარი.
-არაფერი უბრალოდ თავი მტკივა

სიყვარული და ტკივილი (28თავი)

-სანდრო შეგიძლია მაღაზიაში რომ ჩახვიდე?
-კარგი რა ამ დილაადრიან რა დროს მაღაზიაა?
-ორი დაიწყო და რაღა დილაა?
-კარგი ხო წავალ რა მოვიტანო მითხარი ოღონდ. შენ რაღაც დაბნეული ხარ და რა ხდება?
-არ იცი დღეს ვიწყებ ცეკვაზე სიარულს და ცოტა ვღელავ.

ძვირფასო დღიურო (2)

ზოგჯერ არის მომემტები გინდა წარსულს გაექცე, იმ ბედნიერ წუთებს დაემალო ყველაფერს რომ გირჩევნია ცხოვრებაში... ჰო, ასეც ხდება ხოლმე..

უცნაური გოგოს გარყვნილი ცხოვრება ^^ (თავი 1)

Hallo people rogor xart ? Albat kargad magram me ratomgac areulad var albat imitom rom dges 14 oqtomberia da me mivdivar chemi megobris saxlshi dilis 10:20 wutia am dros gakvetilze unda vijde da qartulis sulelur leqciebs unda vismende magram araa me chemi megobris saxlshi mivdivar im bichis saxlshi vistanac azrze ar var ra minda albat skolis gacdena da mastan ertad gartoba mxiaruleba filmis yureba rac yobeltvis makldaa da mxolod mastan var iseti vis sinamdvileshi var ai ukvee mivedi saxlis karebi giaa televizoris xma ar ismis eseigi martoaa saxlshi misi otaxisken mivdivar da karebs vageb ....

სიყვარული და ტკივილი (27თავი)

-შენ იცი საერთოდ როგორია როდესაც საყვარელ ადამიანს მხოლოდ ღამით ხედავ და მთელი დღე ის შენთვის არ არსებობს? მისგან საერთოდ ვერ ვგრძნობდი ასე სიყვარულს. სამსახურში ერთი თანამშრომელი დაგვემატა რომელსაც დავუახლოვდი და რაც მოხდა შენ თვითონაც იცი.

სიყვარული და ტკივილი (26თავი)

-დედა აქ რა ხდება? დათო აქ რას აკეთებ?
-როგორ მომენატრე შვილო. მოდი მამიკოსთან.
-გგონია გამოვიქცევი და ჩაგეხუტები? არასოდეს. დედა აქ რას აკეთებს?
-ხომ გითხარი დათო არანაირი შანსი არ გავს. სანდრო დათოს თქვენთან უნდა ცხოვრება.



Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.