გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი3)













მშვენიერი მზიანი დილა გათენდა, მაგრამ რატომღაც უხასიათოდ გავიღვიძე. ალბათ გუშინდელი ამბის გამო. შევეცადე ეს ჩემ ძმასთან არ შემემჩნია, თორემ ვიცოდი უამრავ კითხვას დამაყრიდა.
-როგორ მოხდა რომ ჩემი დაძახების გარეშე გაიღვიძე?
-რავი აპა. სასწაული მოხდა. რა შეწვი?
-არაფერი პიცა შევუკვეთე უბრალოდ.
-ჩემი ჭკვიანი ძამიკო იცის რომ პიცაზე ვგიჟდები.
-მელ იმ ბიჭს თავი მართლა ატკინე?
-ვინ ბიჭს? (ვითომ ვერ მივხვდი ვიზე საუბრობდა)
-აუ ვითომ ვერ ხვდები. გუშინ რომ მაღაზიაში იყავი და ბიჭს კარი მიარტყი იმაზე გეუბნები.
-კარგი რა ასე გაბრაზებული ნუ მიყურებ თორე მაშინებ. მართალია მაგრად მოვარტყვი, მაგრამ ძალით არ მინდოდა, თან ბოდიშიც მოვუხადე.
-კარგი, არ გეჩხუბები ისეთი სახე გაქვს მგონია ტირილს დაიწყებ. კარგი ჩემო დაიკო წადი ეხლა თორემ დაგაგვიანდება და ჭკვიანად იყავი.
-აუცილებლად ჩემო ძამიკო.

საკლასო ოთახში როგორც კი შევედი თამუნა და მარი (ჩემი კარგი მეგობარი) ჩემთან მოვარდნენ, რამაც ჩემში გაოცება გამოიწვია. თამუნა მიხვდა ამას და ლაპარაკი დაიწყო.
-გოგო ახალი ამბავი იცი?
-არა, გუშინ ღამით არ დამსიზმრებია.
-აუ შენ რა საშინელ ხასიათზე ხარ. გეტყობა. მოკლედ გუშინ შენ რომ ბიჭს თავი გაუტეხე, მერე მისი BMW რომ მოგეწონა, ის ბიჭი ჩვენს სკოლაში გადმოვიდა და აბა თუ წარმოიდგენ რომელ ჯგუფში?
-ჩვენთანო არ მითხრა ახლა?
-არა რა ჩვენთან. ჩვენზე უფროსია. ჩვენს გვერდით ჯგუფში.
-ესეიგი მეთერთმეტე კლასელია. მერე რა მოხდა. გადმოვიდა ბიჭი. ასე რამ გაგახარათ?
-თამუნამ მომიყვა გუშინდელი მბები, იმდენი ვიცინე. მითხრა ძალიან სიმპატიური ბიჭია და მგონი მელანო მოეწონაო.
-აუ კაი რა თამუ. რაებს ლაპარაკობ? ბიჭს თავი გავუტეხე, პირველად ვნახე ცხოვრებაში და გინდა თქვა რომ მოვეწონე? სრული სისულელე.
-კარგი რა. ბოდიში. დღეს უხასიათოდ ხარ. იმედი მაქვს ვინმე არ გაგაბრაზებს თორე აუცილებლად ცუდად ექნება საქმე.
-ხო აბა სულ კარგ ხასიათზე ხომ არ ვიქნები?

მართლაც არ ვიყავი კარგ ხასიათზე. სასადილოშიც არ ჩავსულვარ. გოგონები მემსახურებოდნენ. შესვენებაზე არ მინდოდა გარეთ გასვლა. არ მქონდა იმ ვაჟბატონის თავი. თან მისი სახელიც არ ვიცი. მაგრამ რა მნიშვნელი აქვს? დრო უსაშველოდ გაიწელა. ექვსი გაკვეთილის გამოსვლას იმდენი დრო დასჭირდა მეგონა ერთი საუკუნე გავიდა. როგორც იქნა ზარი დაირეკა და გახარებულმა გავაღე კარი.
-ვაიმე დედა თავი.
-(ისეთი ხმა იყო გული გამისკდა, უცებ მივვარდი სანახავად და ოპა.)
-ისევ შენ. რა გინდა გოგო?
-მაპატიე მართლა არ მინდოდა.
-როგორც გუშინ ხო? მოკლედ რა კარების გაღების მაგარი ოსტატი ხარ.
-რას მერჩი? შენი აზრით ამას ძალით ვაკეთებ? შენი ჯინი კიარ მაქვს.
-არ მაინტერესებს რა გაქვს და რა არა გაიგე? დღეიდან მერიდე თორე რაც დაგემართება ჩემი ბრალი არ იქნება.
-არაფერიც არ დამემართება. ნუ მაშინებ რა. გეუბნები ძალით არ ვაკეთებთქო და თუ არ გჯერა ეგ ჩემი პრობლემა არაა და ნუ მაშინებ.
-აუ თავი გამიტეხე და კიდე მე მემუქრები? თავი დამანებე. წადი რა სახლში. უპატრონო ხოარ ხარ?
-(რა თქვა? ამ სიტყვება ტანში ერთიანად დამაჟრჟოლა და სიცოცხლის ბოლო ძაფიც ჩამწყდა. თავი ვეღაც შევიკავე და ატირებული გავიქეცი)
-მელანო სად მიდიხარ? დამელოდე.
-(არავის ხმას არ ვუსმენდი. მინდოდა ბოლო ხმაზე მეტირა)
-დაბრუნდი მელ? რა გჭირს? შენ რა ტირიხარ??
-იკ სად არის მელანო?
-თავის ოთახში. რა მოხდა რატომ ტირის?
-ის ბიჭი გუშინ რომ თავი გაუტეხა ჩვენ სკოლაში გადმოვიდა. ბოლო გაკვეთილი რომ დამთავდა მელანომკარი გააღო და მას მოხვდა. აუხსნა რომ ძალით არ უნდოდა. მან ყვირილი დაუწყო და ნელანოს უთხრა წადი სახლში უპატრონო ხომ არ ხარო?
-რაო? მე თუ მაგას ცვირ-პირი არ დავულეწო მე კაცი არ ვიყო. შენ მელანოს მიხედე და სიტყვა არ დაგცდეს იმაზე სად წავედი. თუ საჭირო იქნა მე თვითონ ვეტყვი საღამოს. სად ცხოვრობს?
-არ ვიცი იკა. სულ ახალი გადმოსულია და სახელიც კი არ ვიცი.
-კარგი ყველაფერს გავიგებ. შენ მაგას მიხედე და დააწყნარე. წავედი მე.



მადლობა ყველას ვინც კითხულობს. თუ მოგწონთ კომენტარები არ დაიშუროთ ეს სტიმული იქნება ჩემთვის. <3

თქვენ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
  • მომხმარებელი
  • ავტორი: Meluakate
  • 11 января, 02:01
14 ძაან მაგარია სამივე თავი წავიკითხეე..მეოთხე თავი არაა??ასე მთავრდება???
  • ჟურნალისტი
  • ავტორი: love love
  • 11 января, 04:01
meluakate. არა ასე არ მთავრდება. შევეცდები შემდეგი თავიც მალე დავდო. მადლობა რომ კითხულობ. <3
საიტზე კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
DLE 9.3. . .



Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.