სიყვარული თავად ღმერთია 8













გავიდა 9თვე, გიორგიი ფეხზე ვერ დადიოდა. მოახლოვდა ჩემი მშობიარობის თარიღიც, ნარკოზით ვიკეთებდი. ვერ გეტყვით ეს რა იყო, გათიშული ვიყავი. და თვალი რომ გავახილე გიორგიი დავინახე ჩემს ბიჭთან, პატარაა ბიჭთან ერთად. მაგრამ რაგაც ისე არ იყო როგორც ადრე. გიორგი ფეხზე იდგა. ჰო ის ფეხზე იდგა. ბავშვს ეფერებოდა და მისი ყურებით ტკბებოდა. სიხარულისგან ალბათ მე100 ცაზე ვიყავიი მაგრამ ამის გამოხატვა არ შემეძლო. რადგან ნარკოზიდან ახალი გამოსული ვიყავი. მოკლედ ყველაფერი ისე აეწყო რომლის წარმოდგენაც სიზმარშიც კი არ შემეძლო. მე ოჯახი მყავდა, მე უბედნიერესე ვიყავი, ყველაზე ბედნიერი, ვტიროდი, ვტიროდი ბედნიერებისგან. მაგრამ ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა.
ადამიანებს ზოგჯერ ჰგონიათ რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე ბედნიერად იცხოვრებენ, მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა , ის მუდამ რაღაც განსაცდელს გვიწყობს. ბედნიერად ცხოვრება, ეს უბრალოდ არ არსებობს. არ შეიძლება ყოველი დღე და წუთი ბედნიერი იყოს, მაგრამ ყოველ დღეში ბედნიერების წვეთი არის . ეს ჩვენი საყრდენია. ეს წუთები რომ არა ჩვენ იმ განსაცდელს ვერ გადავიტანთ.
ბოლო დროს გული კარგად არ მქონდა, ხშირად ვწუხდებოდი. სიარული კარგად აღარ შემეძლო. მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემს გვერდით იყვნენ რაც მთავარი იყო. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამოჯანმრთელებისთვის. გულზე 2 ოპერაცია გადავიტანე მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გული უნდა გადმოენერგათ. საავადმყოფოში ვიყავი როდესაც გული წამოვიდა და გავითიშე.
არვიცი რამდენი წამი,წუთი,დღე,კვირა,თვე და შესაძლოა წელიც გავიდა მაგრამ მე დავბრუნდი. ჩემი რეგლამენტი კიდევ იყო . გამიხარდა რადგან ჩემს ორ ბიჭთან ერთად ისევ შემეძლო დროის გატარება. მაგრამ როგორც გითხარით ბედნიერი მხოლოდ წუთებია . ექიმმა წერილი მომცა. ზედ ეწერა რომ მე და სანდროს გვეკუთნოდა (ჩემს შვილს) . გიორსგან იყო. ეს არმომეწონა , გული ცუდს მიგრძნობდა.
: ანანო,არვიცი როგორ დავიწყო მაგრამ პირველ რიგში მინდა გთხოვო რომ ეს წერილი სანდროსთან ერთად წაიკითხე. ვერ გეტყვი რა გრძობა იყო რომ გავიგე რომ გული უნდა გადმოენერგათ. დონორის პოვნისთვის დრო აღარ იყო. და ეს მე გავაკეთე. თუ გიყვარვარ, ცხოვრება გააგრძელე, მე თქვენ არ მიგატოვებთ , სულ თქვენს გვერდით ვიქნები. სანდროს მოუარე.სისულელე არ გააკეთო , არ დაგავიწყდეს რომ შენს თავს თუ ავნებ ამით მეც მავნებ, მე არ მომკვდარვარ მე ვცოცხლობ, ვცოცხლობ შენსში. არ დაგავიწყდეს რომ ჩემი გული ისევ ცემს. და ეს როგორც ადრე ახლაც შენზეა დამოკიდებული.თუ რამეს გააკეთებ ამით მე სამუდამოდ მომკლავ. 1 სხეული და 1 გული. ჩვენ ერთნი ვართ. არ დაგავიწყდეს ,ჩემი გული შენს სხეულში ფეთქავს. გაუფრილდი მას.
სიყვარულით გიორგი .
-დე მამა აღარ არის?
-არა ის არ მომკვდარა.
-კიმაგრამ მისი გული ჰომარ ფეთქავს.
-არა მისი გული ფეთქავს.
-ანუ მამიკო აქ არის?
-კი აქ არის დე .
-რომ ვერ ვხედავ.
-მას ვერც დაინახავ ის უნდა იგრძნო. მოუსმინე ჩემს გულისცემას და მიხვდები.
-დე სიყვარული რა არის?
-სიყვარული ხომ თავად ღმერთია დე :))
Нравится
თქვენ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
  • საიტის სტუმარი
  • ავტორი: optimusi
  • 17 сентября, 16:09
უკვე მერამდენე ისტორია მთავრდება ამ გულის გადანერგვით,იქნებ დატოვოთ ისევ ცოცხალი ეს გმირები ან რაიმე სხვანაირი სიკვდილის ისტორია მოიფიქრეთ ავტორებმა.პ.ს.ავტორო იმედია არ გამინაწყენდი :*
საიტზე კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
DLE 9.3. . .