გიყვარდეთ













აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები,
გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე..
უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები,
დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ.

ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები
და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ..
მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები,
სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ.

არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ.

იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად,
სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ..
მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად,
რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ.

იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები,
სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს..
იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები,
რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს.

შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე
და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები..
თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე,
გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით.

გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ,
ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში..
სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ,
ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში.

სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ,
დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ..
ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ,
რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდეთ.

თქვენ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
  • მომხმარებელი
  • ავტორი: naaaaat
  • 7 декабря, 22:12
ძალიან გულში ჩამწვდომი სიტყვებია და მაგარი ლექსია
საიტზე კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
DLE 9.3. . .


Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.