ასე მაშინაც არ ტოვებენ, როცა ზეცაში მიდიან....

ლოცვასავით მჭირდები ხანდახან და მარხვასავით გარღვევ...
ვერც სულიერ ცხოვრებაში აღმოვჩნდი სრულყოფილი...
დღეს შენი წერილები წავიკითხე და გული შემეკუმშა, თითქოს სუნთქვა არ შემეძლო, ისეთი უცხო გახდი...
ყველაფერმა გაგამტყუნა ჩემში...არადა თითქოს ყველა ჩემი ნაწილი შენ მხარეს იყო, თვალების გარდა...

*******

ნუ გამაყოლებ დროს, რომელიც წააგავს არაგვს.
არ დაემსგავსო ღმერთს, რომელსაც ვერასდროს ვხედავთ.
მე გათენება წართმეული იადონი ვარ
მხოლოდ შენ შეძლებ ამ გალიის კარის გაღებას.

ბრუნავს მოგონება ძველი ფირფიტებით,
თითქოს ჩამკეტეს და კარიც არ იღება,
არა, არ ვიღლები, თუმცა ვიფიტები,
რადგან პაემანი მოკლეს თარიღებმა.

მიპოვე რა..

ისევ იგივე სევდისფერი დღე,ჩამოფარებული ფარდები,ფინჯანი ყავა ჰაერივით ყლუპ-ყლუპად სვამ და გეღიმება,ოღონდ შენც არ იცი სიმწრის არის თუ ბედნიერების?!ალბათ უფრო პირველი თორემ მეორეს არსებობის არ მჯერა და არამგონია ოდესმე შევძლო იმის დაჯერება რომ არსებობს..ახლა რომ ვენები გადავიჭრა და სისხლისგან დავიცალო ვერც ვერავინ მიპოვის..

გიყვარდეს შენ'ც

,,თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?
თუ გინახავთ შორიდან?
მე მინახავს.
ერთი კადრია, ორი წამი გრძელდება სულ: ვუყურებ, ვიცინი.

თითქოს ეს ოთახი ხმაურს ინარჩუნებს,
თუმცა დუმილია მისი გასაღები,
სანამ მიწის ქვემოთ ადგილს მიმიჩენენ,
მოდი ავდგები და ცაში გადავხტები.

შერიგების ლექსი

გთხოვ რა, არ გახდე სხვების მსგავსად ზრდასრული გოგო,
ხომ შეიძლება მხოლოდ ჩვენ, რომ ბავშვებად დავრჩეთ,
,,ნეკი-ნეკისა'' შერიგების დავტოვოთ ლოგოდ,
რომ ერთმანეთი ერთმანეთზე სუფთა გაგვაჩნდეს.
ნუ გავიზრდებით, ნუ გავხდებით მოუცლელები,
ნუ შევისწავლით ტყუილებს და გრძნობებზე თამაშს,
მე მიყვარს შენი თვალები და სახის ფერები,
როცა მორცხვობ, ან მიბრაზდები და მიწყებ დაშლას:

მა'ს♥

თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა..წამიერი დუმილია და თიქთოს სამყარო ამ ერთ წამში ჩარჩა..სევდამ მოგონებები შემოინახა და ისევ იქ ვარ სადაც იყავი შენ,ვიყავი'თ ჩვენ.

ილაპარაკონ ამ გვირილებმა

ახლა თოვლისფერ გვირილებს ვუმზერთ
და ცას,
რომ იბნევს ვარსკვლავს ღილებად,
ვთხოვთ,
რომ ჩვენს შემდეგ ჩვენს სიყვარულზე
ილაპარაკონ ამ გვირილებმა.

ჩემთან,რომ იყო...

რომ ვერასოდეს მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს,
ვერც თავს მოვიკლავ შენს სახლის წინ ვარდებიანად.
არ ღირს გაქცეულს გაეკიდო,ძალით იჭერდე,
სიცხით დაღლილი ისვენებდე უჩრდილო ხესთან,
უაზრობაა ჩემო თავო,ბედთან ჭიდილი,
უაზრობაა ჩემო თავო...
ჭიდილი შენთან.



Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.