ერთი დღე

ჯანდაბას ჭაობი,ლაფი და სიმყრალე....
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს....
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე....
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ,

რა არის?

მაინც რა არის სიყვარული?
იჯდა ტავისტვის და ფიქრობდა....
გული სამსჭვალებით მოღარული
საკურთხეველზე რომ მიჰქონდა.....

შენზე ფიქრებში.......

როცა გიტარას ავიღებ ხელში ....
სა შენზე ფიქრებში სიმღერას ვიწყებ...
შენ მახსენდები როცა მარტო ვარ
და გულს ვაყოლებ გიტარის სიმებს....

წვიმს 23.04.2010

წვიმის წვეთები მეცემა თან მდევს...
წვეთები ასველებს ამ ღამით დარდებს...
წვიმა მეფერება ოცნებებს მართმევს...
ლამპიონები მინათებს ჩაბნელებულ აზრებს....
თვალებს ვხუჭავ და მივყვები ქუჩას

მერამდენედ...

უკვე მერამდენე გავიდა ღამე
უკვე მერამდენედ ამ ფურცლებს ვავსებ
უკვე მერამდენედ მთვარეც ჩემთან ათევს
უკვე მერამდენედ შენი მონატრება თვალებსაც ამღვრევს
უკვე მერამდენედ ყოველი დილა
უშენოდ ტკივილს ბადებს

მაინც...

მაინც წავაგე, მაინც მძლია მე სიამაყემ
წავედი შენგან მოლოდინი ვეღარ შევძელი
მაგრამ არვიცი შენ გამიშვი თუ მე გიღალატე
გაშიშვლება გრძნობებისა ქალს არ შეშვენის.
მაინც წავაგე ვერ შევძელი მე პატიება,
გულში სამარე გავუთხარე ჭეშმარიტ გრძნობებს
შენ ვერ ხვდებოდი ალბად ამიტომ გეპატიება,
ჩვენ განშორების უსასრულო გზებმა გვაჯობეს.

ჩემ მუზას

დღეს ლექსის წერა მომინდა
მუზა ჩემთან არ მოვიდა
სხვასთან წავიდა მომშორდა
იმას მე აღარ მოვწონვარ

ქალებს

ედემი გვქონდა, სამოთხე გვქონდა
ახლა აღარ გვაქვს , რა იქნა გაქრა?
არა არ გაქრა ის ქალებმა დაგვათმობინეს
სასმისი გვქონდა, თასები გვქონდა
ახლა აღარ გვაქვს რა იქნა გაქრა?
არა არ გაქრა ის ქალებმა დაგვათმობინეს

* * *

ჩემგან წახვედი დამშორდი
ასე მითხარი გშორდები
თვალს მარიდებდი, თავს ხრიდი
თან ხმასაც აღარ იღებდი

* * *

გალაკტიონი არავარ და
არც მისივე მსგავსი ვარ
ის მეფე იყო პოეტი
მე კი არც ერთი არავა