ანგელოზი მელოდება ცისკენ...

მე მოვკვდები გვიან ღამით,
მე ხომ ცაში ანგელოზი მიხმობს.....
მე დავფერფლავ თქვენს ოცნებებს
და დავხატავ ამ ცხოვრების ტილოს....
მე ვიცოცხლებ სხვა სივრცეში,
ერთხელ მაინც გავფრინდები ცაში,

თოვდა და თოვდა.

იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა
და შენ გეძინა სიცივით დაღლილს...
გარშემო ცივი სანთელი კრთოდა
და ისვენებდა სიჩუმით სახლი..

ვიცი ოდესღაც გაგახსენდები

თუკი ოდესმე გაგახსენდები
ვიცი,მაშინვე გული დაგწყდება
ვიცი უსაზღვროდ მოგენატრები
ჩვენი შეხვედრა მოგენატრება.

მწვანე თვალები..

ასველებდა მწვანე თვალებს ცრემლი
და გულს ღრღნიდა უჩვეულო სევდა,
მან ეხვეწა უსაშველოდ ბევრი
მაგრამ ზარი განშორების მაინც რეკდა.

მაისი

მაისი მიყვარს და იცით რატომ?
ვარდი რომ თავის ფურცლებს გვანდობს
ბულბული მისთვის დაიწყებს სტვენას
სულგანაბული გულ-მკერდს ანდობს.
ვარდები მიყვარს და იცით რატომ?

ქალით მთვრალი

ერთხელ ლამაზმა გოგონამ
ჩურჩულით მიტხრა მიყვარხარ
და ჩემი გულიც გაიღო
მან ბინა თვისი დაიდო.

თბილი ფერები

მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება,
რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები,
რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად
და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები.

ამიკოს გრძნობა

არ მეგონა თუ ასეთი დატანჯული იყავი,
მე მეგონა ყველაფერი დაწყევლილი სიზმარი.
არ მეგონა თუ ვინმესთვის სიცოცხლეც კი გიღირს,
რა ცუდია როცა ტყვე ხარ, ოცნების და ფიქრის.
დაივიწყე ყველაფერი დაივიწყე წარსული,
უკან დრო არ დაბრუნდება და არც წლები გასული.
დროს მიანდე ყველაფერი, მომავლისკენ იცქირე,
განა ვინმე დაგიფასებს?... რაც ითანჯე იტირე.
პრობლემები მოგვარდება, ვიცი ერთად იქნებით,
ნუ იტანჯავ საკუტარ თავს, გთხოვ სიმსშვიდე იგრძენი.
ალბათ ამის გაკეთება შენტვის ძლიერ რთულია,
ვერაფერი დაგაშორებთ როცა სიყვარულია.

კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზე

მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები
და უფსკრულისკენ მიმავალ გზას გამინათებენ.
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ტუჩები
ისე მომკლავენ ერთ კოცნასაც არ მაღირსებენ.

აიღე ნიღბები

აიღე ნიღბები, დანისლულ სამყაროს
სცადე რომ დაატყო შენი ანაბეჭდი,
გადაბმულ წარბებზე გადევი კიბე და
ტუჩებზე ტუჩებით მაცადე თარეში.