სადღეგრძელოები

იმ, წვიმის წვეთს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დაენარცხება დედამიწაზე და მაინც მოდის.
იმ, თოვლის ფიფქს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დადნება და მაინც მოდის ციდან.
იმ, ვარდს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დაჟკნება და მაინც ხარობს…
და იმ ბულბულს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ მოკვდება და მაინც გალობს….
მარადიულ სიყვარულს გაუმარჯოს!..

მეგობრობის სადღეგრძელო

მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,
ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,
ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–
შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!
მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...

სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს
ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.

სადღეგრძელო

მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას ანკარას,
იმ ლამაზ გრძნობას რომ ახარებს დიდს თუ პატარას,
მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას სიწმინდეს მისას!

სადღეგრძელო დედაზე

ერთხელ მეგობრები სანადიროდ წავიდნენ. ნადირობის მერე ნანადირევი შეწვეს სუფრა გაშალეს იქვე ტყეში და ქეიფი დაიწყეს.

უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ როდესაც მგზავრმა ჩამოიარა გზად და როგორც ქართველელთა წესია სუფრაზე მიიპატიჟეს,

იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს

იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ

მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში

მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში
მადლობელი ვარ ამ სამოთხის,მიწის,ზეცისა.
მშვენიერების წალკოტს ეყრები მთასა თუ ბარში
შემყვარებია ყველაფერი ჩემი ქვეყნისა.