რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არც ხელოვანია და არც მარტოობის მოყვარული, ამ უკანასკნელს აღიქვამს როგორც ტანჯვას და ტუსაღობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოლოდინში. მათთვის მარტოობა – ციხეა. ეს მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის დამარცხება და მასთან ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული. იმედია, რომ ეს სტატია და აქ წარმოდგენილი მეთოდები ისევე დაგეხმარებათ თქვენ (თუ რა თქმა უნდა მარტო ხართ, ვინაიდან ბედნიერ და სიყვარულში წარმატებულ ადამიანებს ასეთი სტატიები ნაკლებად აინტერესებთ) როგორც მე, თავის დროზე.